ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ნორვეგიის ქალაქ დრამენში სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5,5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შესაბამისად, ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ხმიადაშვილია, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მძღოლს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – გამოიკვეთა არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ჭუბერის მოსახლეობას აწუხებს