თეა წულუკიანი – გამოიკვეთა არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც ჭუბერის მოსახლეობას აწუხებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჭუბერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც მათ აწუხებთ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჭუბერის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე.

“ჩვენ დღეს შევხვდით ჭუბერის მოსახლეობას. ფაქტია, რომ მათ აწუხებთ არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი, როცა საქმე ეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას. ისინი თავიანთი კანონიერი შრომის ნაყოფის რეალიზებას ვერ ახდენენ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. არის უკანონო საქმიანობის ნაწილიც, რომელსაც სახელმწიფოსთან დიალოგის ფარგლებში მოგვარება სჭირდება. ყველანაირი ბიზნესინიციატივა, რომელიც კანონს შეესაბამება ჩვენი ხელისუფლებისგან არის მხარდაჭერილი. მიზნად ისახავს იმას, რომ ხეობა განვითარდეს, ეკონომიკურად ამოისუნთქოს და იყოს ორიენტირებული მომავალზე. აქ მიღებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე მივაწვდით პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშინონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიასად განათავსებს პარლამენტს, რესპუბლიკის სასახლეს და პრეზიდენტის რეზიდენციას დავით უსუფაშვილი?!