ნოდარ ხადური: მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მუშაობას აგრძელებს და უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი.
“მინდა გითხრათ, რომ მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა ხადურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. არაოფიციალური ცნობით, თანამდებობის დატოვება მოუწევს, მათ შორის, ნოდარ ხადურსაც, რომლის შემცვლელადაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

ვირუსის ბლოკატორები