17 დღიანი გაფიცვის შემდეგ მეშახტეებმა მუშაობა განაახლეს

მინდელისა და ძიძიგურის მაღაროში დასაქმებულმა 1000-ზე მეტმა მეშახტემ, 17 დღიანი პროტესტი შეწყვიტა და სამუშაოს დაუბრუნდა.

მეშახტეებს ადმინისტრაციამ 5-დან 10%-მდე ხელფასების და სამუშაო პირობების გაზრდა შესთავაზა. გაფიცულები აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად, ეს მოთხოვენბი მათ აკმაყოფიელბთ, თუმცა შემდეგ, ხელფასების ეტაპობრივი ზრდა უნდა განხორციელდეს.

“17 დღე გაფიცულები ვიყავით. ჩვენი მოთხოვნა ხელფასების 40%-ით გაზრდა იყო, თუმცა ამ ეტაზპე, ამ წინადადებაზეც თანახმა ვართ. შევალთ, დავაკვირდებით და თუ რაიმე ისეთს შევამჩნევთ, გაფიცვა ყოველთვის შეიძლება”, – აცხადებს აქციის მონაწილე, მეშახტე, ლევან ბეშკენაძე.

პროფკავშირების პრეზიდენტი, ირაკლი პეტრიშვილი კი გარდა ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა, საკანონმდებლო დონეზე ტყიბულში მცხოვრები მამაკაცებისთვის საპენსიო ზღვარის 65-წლიდან 55-მდე შემცირებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ საკანონმდელბო ორგანოში უკვე აქტიურად საუბრობს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი
შემდეგი სტატია“თუ გაბრაზებულია, მოიგონებს ზღაპრებს” – თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პასუხობს