ოთარ კახიძე: პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსს არ უთქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსს არ უთქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 22 ოქტომბერს არის განმეორებითი არჩევნები ზუგდიდში, განმუხურის და ჯიხაშკარის უბნებზე და სანდრა რულოვსი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას.

“სანდრა რულოვსს პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 22 ოქტომბერს მას აქვს განმეორებითი არჩევნები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს. პარლამენტში რომ არ შედიოდეს ის შესაბამისად არაფერს არ გააკეთებდა”, – განაცხადა ოთო კახიძემ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სანდრა რულოვსს არც მეორე ტურში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.

„მაგალითად, ქალბატონი სანდრა არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში და, ასევე, არ შევა პარლამენტში. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილებას, რადგან ის არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მეორე იმიტომ, რომ ცალსახაა, სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მუქარის ქვეშ იყვნენ მისი დამხმარე აქტივისტები. სანდრა რულოვსმა განმარტა, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, არ აპირებს, ისინი კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენოს, რაც ძალიან მისასალმებელი და რესპექტაბელური გადაწყვეტილებაა. ის, ასევე, არ თვლის მიზანშეწონილად, რომ ირმა ინაშვილთან ერთი მანდატი გაიყოს”, – განაცხადა კალანდაძემ.

ამასთან, სანდრა რულოვსს ერთმნიშვნელოვნად არ გამოუხატავს პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასთან ჯერ კიდევ პირველი ტურია.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: დედამიწის ზურგზე, ეჭვი არავის შეაქვს “ქართული ოცნების” პროდასავლურობაში
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას