ნოდარ ბურდილაძის და თინა ბოკუჩავას პასუხობს-უმადურობა კი ყველაზე ცუდ თვისებად მიმაჩნია

ნოდარ ბურდილაძის და თინა ბოკუჩავას პასუხობს:

“ძალიან გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ ჩემი ძმის თემის საზოგადოებისთვის სათავისოდ, არასწორად მიწოდებისაგან. რაც შეეხება ემზარ საბანაძეს, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რატომ დაიგვიანა რეანიმობილმა, რადგან ამისთვის ვერ მოვიცალეთ. ისევ ვიბრძვით ნოდოს სიცოცხლისთვის.

 

ერთი კი ვიცი: წამალი, რომელიც წუთებში წყვეტდა ჩემი ძმის სიცოცხლეს, რომ არა ბატონი კახა საბანაძის გვერდში დგომა და მის მიერ ჩვენი ტკივილის გულთან მიტანა, ჩაკეტილი გზის გამო. ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.

 

ის ფეხით გადმოიტანეს უღელტეხილზე პოლიციელებმა. უმადურობაა ამის არდანახვა. უმადურობა კი ყველაზე ცუდ თვისებად მიმაჩნია პირადად მე.

 

ასევე მადლობა თქვენ, ჩემი ნოდოს თანაპარტიელებო. მტკივა ამ ამბავში მხარეთა მინიშნება… მაპატიეთ ტონი… მე თქვენ მიყვარხართ, ადამიანებო”,- აცხადებს ნოდარ ბურდილაძის და.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ
შემდეგი სტატიაშსს-ში უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ – ადვოკატი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე საუბრობს