ცოტნე გამსახურდია: მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანებარით არის ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობის გამოძიება? ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა გავიგოთ, რატომ კლავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მკვლელობა, როგორც წესი, ცვლის ქვეყნის განვითარების გეზსა და ვექტორს! ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამდებობის პირი არის მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, რომელზეც დამოკიდებულია ხსენებული გეზის წარმატებულობა.

ვის აწყობს საქართველოს პოლიტიკური გეზის ცვლილება და დამუხრუჭება? მოგეხსენებათ, ახლოს გვყავს ძალზე დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ინტერესებთანაც ეს არის დაკავშირებული.

ამავე დროს, მსგავსი საქმეების გამოძიება/არგამოძიება მნიშვნელოვნად განაპირობებს სამართლისა და კანონის უზენაესობის განვითარებას. როგორც მინიმუმი, ასეთი საქმეების არგამოძიება იწვევს ადამიანებში სრულ სამართლებრივ ნიჰილიზმს: აი, ასეთ ამბავს თუ არ იძიებენ, მე რაის იმედი შეიძლება მქონდესო…

ახლა არ ვსაუბრობ ამ საქმის მორალურ, ისტორიულ ასპექტებზე და პირად ტრაგედიაზე.

მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ვადის გასაგრძელებლად ვადის გაგრძელებისათვის! ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და საქმე არ დარჩება იგივე კალაპოტში.

მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობის მე-9-ე დღე.

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: ტიტულში არაა მითითებული “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის” წოდება
შემდეგი სტატიანოდარ ბურდილაძის და თინა ბოკუჩავას პასუხობს-უმადურობა კი ყველაზე ცუდ თვისებად მიმაჩნია