შსს-ში უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ – ადვოკატი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე საუბრობს

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 6-საათიანი გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულებულია. დღეს გამომძიებლების კითხვებს სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი არასრულწლოვნები პასუხობდნენ.

სამართალდამცველებმა დღეს 9 მოზარდი გამოკითხეს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის უშუალო თვითმხილველები არიან. მათ შორის არ ყოფილა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია, რომლის დაკავებას მოკლული დათუნა სარალიძის მამა, უკვე ერთი წელია მოითხოვს.

ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მათივე განცხადებით, გამოკითხვა ეხებოდა საქმის მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც, სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების ნაწილში არსებულ მოცემულობას შეცვლის.

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები, უმნიშვნელოვანეს საკითხზე მუშაობენ, დანარჩენი გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი… არ შემიძლია ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს. განაჩენით, რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ და მე ძალიან მომეწონა, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ,“ – განაცხადა ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ბურდილაძის და თინა ბოკუჩავას პასუხობს-უმადურობა კი ყველაზე ცუდ თვისებად მიმაჩნია
შემდეგი სტატიაახალი რეგულაციებით, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, საპენსიო სესხებიც გაცემის წესით გაიწერება