ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხემ” შშმ მოზარდს სპეციალური ეტლი გადასცა

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხემ” გორის რაიონის სოფელ ორთაშენში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 წლის ბიჭს სპეციალური ეტლი გადასცა.

სპეციალური ეტლი, რომელიც მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი და “ნატვრის ხემ” პატარა ტატოსთვის სპეციალურად ჩამოიტანა.

ბავშვის მკურნალი ექიმის თქმით, ეტლი პატარას დაეხმარება როგორც გადაადგილებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოზარდს სხვა ორგანოები არ დაუზიანდეს.

4 წლის ბიჭს ეტლი პირადად ნინო სურგულაძემ გადასცა.

“სპეციალური ეტლი გადავეცით “ნატვრის ხის” ბენეფიციარს, 4 წლის ბიჭს, რომელსაც ამის შემდეგ ექნება გადაადგილების და რეაბილიტაციის საშუალება. საქველმოქმედო ფონდი თავისი ბენეფიციარებისთვის დახმარების აღმოჩენას მომავალშიც გააგრძელებს”, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

როგორც მოზარდის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, მათთვის პატარა ტატოსთვის გადაცემული ეტლი შეუფასებელი საჩუქარია, რადგან ბავშვისთვის ის აუცილებლობას წარმოადგენს, ოჯახი კი მის შეძენას ვერ ახერხებდა.

banner
წინა სტატიაშიაბაშის მუნიციპალიტეტის მერია იუბილეს ულოცავს ცნობილ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს
შემდეგი სტატიალანა გალდავას შეკითხვები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED-ს