ლანა გალდავას შეკითხვები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED-ს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა განცხადებას ავრცელებს და ISFED-ს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი პასუხის გაცემას სთხოვს.

გალდავა ითხოვს პასუხის გაცემას კითხვაზე, არის თუ არა ISFED-ში ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლის მუშაობა დისკომფორტის შემქმნელი.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” – ISFED, მორალურ დისკომფორტს არ გიქმნით ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მეუღლე რომ თქვენი თანამშრომელია?
რამდენი არჩევნები ჩატარდა ინტერესთა კონფლიქტით? ცოლი არჩევნებს ატარებს და ქმარი იმ ორგანიზაციაშია, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის?
გააკეთეთ განმარტება! ის ფაქტი, რომ ,,სამართლიანი არჩევნები” პირველწყაროდ იყენებს უკვე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მათ შორის დაუბალანსებელი ოქმებისაც, ვერ ასახავს წინასაარჩევნო ძალადობრივ გარემოს და ე.წ. კარუსელებს, რომლებიც მასობრივად დაატრიალეს არჩევნების ბოლო დღეს. განახლებული დასკვნა კი, დროში რომ ემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ამ დასკვნაზე მუდმივ აპელირებას, ასევე თვენახევრის შემდეგ აღმოჩენილი და ხელისუფლებისთვის თურმე უკვე კარგად ნაცნობი ალგორითმული ,,ხარვეზიც” ბევრ კითხვას ბადებს და ცალკე მოკვლევის თემაა,”-განცხადა გალდავამ.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხემ” შშმ მოზარდს სპეციალური ეტლი გადასცა
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი