ნინო ნიჟარაძე – აჭარაში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გამო, რეგიონში კოვიდკლინიკების რაოდენობა 12-დან რვამდე შემცირდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ასევე დაიხურა ექვსი კოვიდსასტუმრო და ამ ეტაპისთვის რეგიონში ინფიცირებულებისთვის მხოლოდ სამი სასტუმრო იმუშავებს.

მინისტრის თქმით, გამოთავისუფლებული მედპერსონალი და კლინიკები მაინც დარჩება რეზერვის რეჟიმში და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენება დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი.

„ინფიცირებულთა რაოდენობის კლება პირდაპირ კავშირშია დაწესებულ შეზღუდვებთან. დღეს მხოლოდ 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს კავშირშია იმასთანაც, რომ სადღესასწაულო დღეებში მიმართვიანობა იყო შემცირებული, თუმცა ბოლო დღეებში საშუალოდ მაინც ტარდებოდა 1700-მდე ტესტი. სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ ორკვირიანი დაკვირვება გვჭირდება დასკვნების გასაკეთებლად“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაგრაში ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა დღეს დილით კერები განახლდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშსს – დავაკავეთ პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებს ყიდდა