გაგრაში ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა დღეს დილით კერები განახლდა (ვიდეო)

„ 7 იანვარს აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრების ლიკვიდირება მოახერხეს“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში წერია.

„გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩაქრობის მიზნით, გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილებისა და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა. დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

https://youtu.be/Fb_SebxpeGY

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – მოლაპარაკების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება
შემდეგი სტატიანინო ნიჟარაძე – აჭარაში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა