ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. ნინო ლომჯარიასთან ერთად ადგილზე კონფერენცია „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“-ს მონაწილეებიც იმყოფებოდნენ.

ლომჯარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ-ერთ მოსახლეს დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მამაკაცი სახალხო დამცველს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

დღესვე სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს გაეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი : ვფიქრობთ, მომავალ წელს პოლონეთში მეტი ქართველი შეძლებს ლეგალურად დასაქმებას
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა