ილია დარჩიაშვილი : ვფიქრობთ, მომავალ წელს პოლონეთში მეტი ქართველი შეძლებს ლეგალურად დასაქმებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 19, 2018 13:24

ილია დარჩიაშვილი : ვფიქრობთ, მომავალ წელს პოლონეთში მეტი ქართველი შეძლებს ლეგალურად დასაქმებას

პოლონეთი ქართველებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც სამუშაოდ ჩადიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომელიც დადგენილი კვოტების მიხედვით, პოლონეთში ქართველების ლეგალურ დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც წელს აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება. კვოტების რაოდენობაზე ახლა საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვფიქრობთ, პროგრესი იქნება და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს“, – განაცხადა ელჩმა.

ილია დარჩიაშვილი თბილისში მიმდინარე „ელჩების კონფერენცია 2018-ში“ მონაწილეობს.

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი საფრანგეთმა დაამტკიცა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 19, 2018 13:24