დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას ედავება. ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის აღძრული.

დღესვე უნდა გაიმართოს სასამართლო სხდომა, სადაც საქმის მოსამართლე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს პატიმრობის მოთხოვნის არანაირი საფუძველი.

თავად დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და უკვე ორი დღეა, თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საპატრიარქოში სიონის ტაძრიდან პატრიარქთან ერთად წავიდა