ნინო ლომჯარია – ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეტი მხარდაჭერა

“რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესის საგანი არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილი გარემო, განსაკუთრებით, ალბათ, არჩევნების საკითხები და არჩევნების შემდგომ არსებული გარემო, ასევე, ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.

განსაკუთრებით ვაკეთებ აქცენტს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოში კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რომ მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების გავრცელებასა და დაცვაში, ამიტომ, ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც, სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და, შეიძლება, დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ”-აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვაშინგტონში მის ვიზიტთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიჯანმოს დირექტორი – მსოფლიოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა ჯერჯერობით არ ფიქსირდება
შემდეგი სტატიაბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული