ჯანმოს დირექტორი – მსოფლიოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა ჯერჯერობით არ ფიქსირდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას “aljazeera” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ომიკრონი” არის ძლიერი მუტაცია, რომელიც სავარაუდოდ, საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება და რომელსაც შესაძლოა, “მძიმე შედეგები” მოჰყვეს.

ტედროს ადჰანო გებრეიესუსის თქმით, ამ დრომდე მსოფლიოში “ომიკრონთან” დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების სიის სათავეში მოათავსა. “ომიკრონი” უკვე გავრცელდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ისრაელსა და იტალიაში.

ახალი შტამის გავრცელების გამო, ევროპის ქვეყნები ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებენ.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეტი მხარდაჭერა