ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული

სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანს, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თამლიანი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც პოლიცისაადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაულის ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეტი მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – სირცხვილია, რაც სააკაშვილმა ილაპარაკა, რაც მთავარია, მისი მხარდამჭერები ხომ არიან ბედნიერი