ნინო ბურჯანაძე – სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს

რა პრეტენზიებიც სააკაშვილთან მაქვს, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიები გააჩნია.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ერთიანი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრის კანდიდატი სააკაშვილი თუ იქნება, მისგან ის ხმას ვერ მიიღებს.

„მე რა პრეტენზიებიც მაქვს სააკაშვილთან, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზია. მე მასთან მაქვს აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი პრეტენზიები.

ამ წლების განმავლობაში პრეტენზიები არ შეცვლილა -თუ არ მოემატა, თორემ ბოლო წლებში არაფერი მოკლებია. ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი და ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ომი წააგო, უნდა დატოვოს თანამდებობა და მას არა აქვს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა, მე ეს პოზიცია არ შემიცვლია, მე გავაგრძელე ბძოლა ამ წლების მანძილზე.

„ქართულ ოცნებას“ ვადანაშაულებ, რომ ყველა კითხვას თავის დროზე არ გასცა პასუხი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს და ვამბობ, რომ თუ ერთიან ოპოზიციას პრემიერ- მინისტრის კანდიდატად სააკაშვილი ეყოლება, ის ჩემს ხმას ვერასოდეს ვერ მიიღებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო