მთაწმინდის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, შვიდი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
სამუშაოები განხორციელდა: ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში; ვ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში; გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ; ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N 1-ში; გ. ათონელის ქ. N5-ში; ოქროყანაში, თაყაიშვილის ქუჩაზე და კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე;

პროექტის ფარგლებში, შვიდივე მოედანზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის მწვანე ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათების სისტემები.

რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტები ეტაპობრივად კიდევ გაგრძელდება.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 429 390 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს
შემდეგი სტატიაკალაძე სტრატეგია აღმაშენებელზე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს