ნიკოსეულ სასახლესთან დაკავშირებით, კურატორი ამბობს, რომ იატაკი არ ჩანგრეულა

დადიანების ეზოში, ნიკოსეულ სასახლესთან დაკავშირებით, სასახლის კურატორი განმარტავს, რომ იატაკი არ ჩანგრეულა. მისივე ცნობით,  სოკო შეამჩნიეს, რომელიც ლპობას იწვევს და სწორედ ამიტომ თავად მიწერეს კომპანიას, რომ იატაკი აეყარათ და სამუშაოები შეესრულებინათ.

კომპანიაში კი ამბობენ, რომ უნდა შეისწავლონ მდგომარეობა და აღმოფხვრან სოკოვანი უჯრედები, ამის შემდეგ კი სასახლეში ახალ იატაკს დააგებენ. ამასთან, სასახლის კედლებზე ჩამოცვენილია ბათქაშები, მისი შეკეთებაც კომპანიამ თავის თავზე აიღო.

როგორც სასახლის კურატორი ამბობს, სურათი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა თანამშრომელმა გადაიღო და ერთ-ერთ პიროვნებას მიაწოდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

banner
წინა სტატიაშიჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო (ფოტო)
შემდეგი სტატია“რკინიგზა არის ციხესიმაგრე ბორბლებზე, რომელიც ექვემდებარება ერთადერთ ადამიანს”