ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო (ფოტო)

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო, რომელიც აგარაკ ლა გრანჟზე იმართება. სტუმრები შვეიცარიის პრეიზენტმა გი პარმელენმა მიიღო.
ბაიდენი შვეიცარიაში სამშაბათს, ბრიუსელის ნატოს სამიტის შემდეგ ჩაფრინდა. პუტინი კი ჟენევაში დღეს, დაახლოებით 13:30 წუთზე ჩაფრინდა, ანუ, შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე, ამის მიუხედავად რუსეთის ლიდერი პირველი გამოცხადდა შეხვედრის ადგილას, ბაიდენი მას რამდენიმე წუთში შეუერთდა.

სამიტი სამი ნაწილისგან შედგება: ვიწყო წრეში დიალოგი, შემდეგ გაფართოვებული მოლაპარაკებები მცირეოდენი შესვენებებით.

მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და ბაიდენი პრეს-კონფერენციებს დამოუკიდებლად ჩაატარებენ.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება
შემდეგი სტატიანიკოსეულ სასახლესთან დაკავშირებით, კურატორი ამბობს, რომ იატაკი არ ჩანგრეულა