ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 10 რუსული რაკეტა მოხვდა სამოქალაქო სამიზნეებს ქალაქ ნიკოლაევში. ოფიციალური უწყებების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი 4-დან 6-მდე გაიზარდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა თქვა, რომ საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 დაღუპულის გარდა დაშავდა კიდევ 6 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა რეკრეაციულ ცენტრსა და ავტოფარეხს. დარტყმის ტალღის შედეგად დაზიანებულია კიდევ 7 საცხოვრებელი კორპუსი.

ზელენსკის თქმით, თავდასხმა მსოფლიოში ყველასთვის ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არაა. .

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროები მივაწოდოთ თანამედროვე საარტილერიო სისტემები, რათა სათანადო რეაგირება მოახდინონ ოკუპანტებზე”, – განაცხადა მან.

მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშილატვიის პრეზიდენტი – ჩვენ ღია ვართ საქართველოსთვის
შემდეგი სტატიანანა გაბელიამ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ და აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა