ნიკოლ ფაშინიანი თავს კაგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

ნიკოლ ფაშინიანი თავს კაგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს – სააგენტო “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადება ასიმპტომურია და ფაშინიანი იზოლაციაში იმყოფება.

„ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს. დაავადება ასიმპტომურია. ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაში დარჩება და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა : აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს
შემდეგი სტატიაგუგა ქაშიბაძე : გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს