გუგა ქაშიბაძე : გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

“48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25%-ი აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს,” – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი პირი.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი თავს კაგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება