ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება

29 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

„ნიკას პოზიცია არ შეცვლილა, განსაკუთრებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ის წუხს ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან მოლოდინი აქვს, რომ „ოცნება“ იმდგავარ კანონპროექტს დააინიცირებს, რომელზე დათანხმებაც ელემენტარულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ და ინდულგენცია არ მიიღონ. ეს არის მისი დღევანდელი პოზიცია.

29 აპრილს გვაქვს სასამართლო პროცესი, სადაც ფაქტია, რომ ხელისუფლებას მელიას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხიდან გამოშვების გასაღები და ინსტრუმენტი აქვს. ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური აქტის მატარებელია, რაზეც თვითონ ხელისუფლება და ევროკავშირი აწერს ხელს. ამ ფონზე წარმოუდგენელია, ნიკა მელიას ციხეში, უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვება. შესაძლებელია თავდებობის საკითხი დადგეს, რაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, 29 აპრილს შეიძლება ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდეს სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც ევროპარლამენტარების თავდებობიდან გამომდინარე მოცემულობა გვექნება“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანგარიში – ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება