საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება, ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია გეგმის მიხედვით, 4 მაისიდან.

„როგორც გამოცხადებული იყო, ჩინური ვაქცინით აცრები დაიწყება 4 მაისიდან, ჩაწერები, ანუ რეგისტრაცია, დიდი ალბათობით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, ყველაზე გვიან ალბათ, ზეგიდან, მაგრამ ვფიქრობ, დაიწყება ხვალ დღის მეორე ნახევრიდან. გაფართოვდა ამცრელი კაბინეტების და ბრიგადების რაოდენობა, წინა კვირაში კიდევ დამატებით 100 ბრიგადა იქნა გადამზადებული, მათ შორის ჩინურ ვაქცინაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყანაში მიმდინარე კვირას უკვე მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა