სუს-ის ანგარიში – ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები

რა საფრთხეები გამოიკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა? – დღეს, 26 აპრილს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის წინაშე სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი წარდგება.

ბატიაშვილმა და მმართველი გუნდის წევრებმა არ უპასუხეს “მთავარის” კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, სახელმწიფოს დანაშაული იყო ასახული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო მოსმენებს არ ახორციელებს, დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში მხოლოდ კანონის საფუძველზე. უსაფრთხოების სამსახური არანაირ უკანონო და არალეგალურ საქმიანობაში ჩართული არაა”, – თქვა “ოცნების” დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდებმა ინდოეთიდან ფრენები შეაჩერა, ბანგლადეშმა საზღვარი დაკეტა
შემდეგი სტატიანიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება