ნიკა მელია: სანამ არ დავინახავთ რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ

ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან, ჩვენ უნდა დაველოდოთ მის პასუხს.- განაცხადა ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

მელიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტთან ახლა ეკა ხერხეულიძეა შესული და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, დატანხმდება თუ არა გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, ამის შემდეგ გახდება ცნობილი:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნებ სწორი და რა თქმა უნდა მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია პირველ რიგში მისთვის, პირველ რიგში მან იცის და მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. მე ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი ამ ხელისუფლებას და ამ რეჟიმს არ ვენდობით. სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ…სანამ არ გადაიყვანენ და არ დავინახავთ რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ” ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით
შემდეგი სტატიასერგეენკო: ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ სხვა ადამიანებზეც