სერგეენკო: ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ სხვა ადამიანებზეც

ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ სხვა ადამიანებზეც, ვინც თავის პროტესტს გამოხატავდა იმით, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში არ გადადიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მან მოშიმშილე პოლიტიკოსებს მიმართა თხოვნით, შეწყვიტონ შიმშილობა.

„გორის ჰოსპიტალის გადაწყვეტილება მისასალმებელია და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთავაზება გაკეთდა. გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, დიდი გამოცდილებით. გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ სხვა ადამიანებზეც, ვინც თავის პროტესტს გამოხატავდა იმით, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში არ გადადიოდა. ვინც შიმშილობს, მინდა ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამის გარანტიაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც აქამდე, ასევე მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება გორის ჰოსპიტალში. მას ექნება ადეკვატური მოვლა და ამაზე ჩვენი ექიმები და სამედიცინო პერსონალი იზრუნებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: სანამ არ დავინახავთ რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შედის