კელი დეგნანი: შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიას მდგომარეობით და იმედი აქვს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.

“ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ელენე ხოშტარიას მდგომარეობით, მან განაცხადა, რომ შიმშილობს, რადგან იმედი აქვს, რომ ეს მის ქვეყანას ხანგრძლივ სტაბილურობას მოუტანს, ხალხი გაერთიანდება და პოლარიზაცია დასრულდება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა და არც თავად ჩაიგდებს თავს უკიდურესი რისკის ქვეშ. ასევე იმედი გვაქვს, რომ სხვა ადამიანებიც, ვინც შიმშილობენ შესაბამის დახმარებას მიიღებენ, ძალიან შემაშფოთებელია ამ ყველაფრის ყურება, მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს”, – თქვა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: სახალხო დამცველი იმსახურებს ქებას და არა კრიტიკას
შემდეგი სტატიანიკა მელია: სანამ არ დავინახავთ რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ