ნიკა მელია – რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 20:41

ნიკა მელია – რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი

არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არანაირი არგუმენტი, მიზეზი ან საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს.

„ნათქვამ-ნამოქმედარის შეჭმარიტი ფასი დადგება პარასკევს, 11 დეკემბერს. განცხადებებს ვინც დაწერს, ე.ი. ის უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული არჩევნების გაფორმებაზე. ვინც არ დაწერს, მე ასე ვუყურებ, ის უბრალოდ იღებს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. ვიმედოვნებ, არ აღმოჩნდება არც ერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავისი პარტიის სიით არის გასული პარლამენტში, რომელიც არ დაწერს განცხადებას. სხვის მაგივრად სწორი არ იქნება, რომ ვიმარჩიელო. რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი , ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის 91-ე დეპუტატი“, – განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, 11 დეკემბერს ყველა დარწმუნდება, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“.

„არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა. ამის დიდი სურვილი მაქვს. ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის არ იქნება უბრალოდ ოპოზიციონერი, მეტიც არც „ქართული ოცნების“ წევრადაც არ ივარგებს. ის იქნება საგანი, პუფი, რომელიც უკვე გახუნებულია მზის ქვეშ. როგორც თაკარა მზის ქვეშ დევს პუფი და გახუნდება, ასეთი იერსახე ექნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა. იმედია, თვიგანადგურების რეჟიმზე საკუთარ თავს არ გადაიყვანენ. მინდა, რომ არავინ შევიდეს. არანაირი არგუმენტი, მიზეზი და საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს“,-განაცხადა მელიამ.

მან ქართული ოცნების“ აღმსარულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ ყელში ყავს გაჩხერილი“.

„ბატონი კობახიძე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილებს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ ყელში ყავს გაჩხერილი ამ ოლიგარქს წლების განმავლობაში, ეს ფაქტია. დასუსტების ნაცვლად, ჩვენ ვძლიერდებით და ვძლიერდებით. მისთვის რთულია ამ ყველაფრის პოლიტიკურად გადახარშვა. ბატონი კობახიძის გამოხტომა იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა მელიამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 9, 2020 20:41