რაქვიაშვილი – კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, კობახიძის დღევანდელი განცხადება შეცდომა იყო, რადგან ერთი მხარე, როდესაც გემუქრება და ულტიმატუმს გიყენებს მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება. ამის შესახებ რაქვიაშვილმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს – “დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ”.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” როდესაც დაინახავს, რომ პარლამენტში მარტოა შეიძლება, ამ ფაქტმა ახალი მუხტი მისცეს.

“კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ. “ქართული ოცნება” როდესაც დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება ახალი მუხტი მისცეს. ჩვენ მთელი ამ მოლაპარაკების განმავლობაში ერთი და იმავე პოზიცია გვქონდა და უბრალოდ მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბებდით. დღეს, შეხვედრაზე საერთოდ არ ვკამათობდით. დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს წინააღმდეგი არ ვარ მოლაპარაკებების, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვაა – მივიდეთ და სადმე დავსხდეთ ამასაც აზრი არ აქვს. მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “გირჩი” პარლამენტში არ იქნება. მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს ჩვენ არა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუქმებით ემუქრება, მე მგონი, ასეთ მოლაპარეკებებს აზრი ეკარგება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ბოიკოტი გრძელდება! დარწმუნებული ვარ, 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა
შემდეგი სტატიანიკა მელია – რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი