შსს – გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიადარახველიძე – ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება, ფაქტზე შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საგამოძიებო მოქმედებებს