ნიკა მელია: ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ!

“როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია”, – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია შრომის ინსპექციის ქმიერ ღამის კლუბების დალუქვასა და დაჯარიმებას.

დღეს უსამართლობის და ტყუილის სამთავრობო ქცევა კლუბებს შეეხო. უკვე თვეებია ახალგაზრდები ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ემზადებიან კლუბების გასახსნელად.

მთავრობაც და თბილისის მერიაც ვითომ ეთანამშრომლა. სინამდვილეში მოატყუა და დარტყმის ქვეშ დააყენა საკლუბო ცხოვრება, რომელიც თანამედროვე თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია.

როცა ანტივაქსერი რუსული ესთეტიკის ესტრადნიკების კონცერტებს ათასობით ლარით აფინანსებენ, თავისუფლების და მომავლის, ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ! მართლა სირცხვილია, – წერს ნიკა მელია.

შრომის ინსპექციამ კლუბი “ბასიანი” 10 000 ლარით დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაში“სრული სოლიდარობა კლუბებს… ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ!”-მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს