ღარიბაშვილი – შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

“შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.
გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!”, – აღნიშნულია მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ახალგაზრდობის სივრცეს ზღუდავენ!
შემდეგი სტატიასასულიერო აკადემია ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წელს ულოცავს