ნიკა მაჭუტაძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზებს განმარტავს

„საკონსტიტუციო კომისია დავტოვე მორალური და ინტელექტუალური სიცხადისთვის,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა მაჭიტაძე წერს. მისივე თქმით, კომისია ამუშავებს პროექტს, რომელიც შორს დგას კონსტიტუციის პოლიტიკური გააზრებისგან.
„მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციას ხედავს, როგორც ძალაუფლების განვრცობა-განმტკიცების ტექნიკურ საშუალებას. ღირებულებები და პოლიტიკური ტრადიცია კონსერვირებული უნდა იყოს პოლიტიკურ სისტემაში, სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციური განაწილების თვალსაზრისით უნდა აბალანსებდნენ და აწონასწორებდნენ ერთმანეთს, კონსტიტუციური ორგანოები იმუნიტეტს უნდა გრძნობდნენ, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უნდა გარანტირდნენ – ასე მესმის მე კონსტიტუციის მთავარი ფუნქცია. და, რაც მთავარია: რეალურად უნდა ვხედავდეთ კონსტიტუციას, როგორც მოქალაქეთა შეთანხმებას, რომელის ხელყოფა არ შეიძლება. ამიტომაც ამბობენ მეცნიერები და პოლიტიკოსები – მაღალი კონსესუსის პროდუქტიაო. უზურპატორულ ვნებებს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიული საზოგდოების კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო კომისია კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციის ფუნდამენტურ გააზრებას და კვლაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დემოკრატიული სტაბილურობის ამ მთავარ მექანიზმს. ამიტომაც დავტოვე ეს კომისია. მას აკლდა მორალური და ინტელექტუალური სიცხადე,“ – წერს მაჭუტაძე.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარი აფეთქება ტერაქტი არ იყო
შემდეგი სტატიაუკრაინის პრემიერი “გაზპრომის” დავალიანების გადახდას ტიმოშენკოს გადაცემით აპირებს