თურქეთში მომხდარი აფეთქება ტერაქტი არ იყო

 თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქება ტერაქტი არ არის, – ამის შესახებ ქვეყნის შსს-მ განაცხადა. „აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ერთი ადამიანი ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი, მაგრამ ცოცხალია. ერთმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დაშავდა,“ – განაცხადა თურქეთს შს მინისტრმა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა შენობაში, სადაც პოლიციის ჯავშატექნიკას არემონტებდნენ. შენობა ნაწილობრივ დაინგრა. შეგახსენებთ: პროვინცია დიარბაკირში ქურთების მუშათა პარტია მოქმედებს, რომელიც თურქეთში აკრძალულია. პარტიის წევრები და მხარდამჭერები აფეთქებებს ხშირად აწყობენ.
banner
წინა სტატიაშიბერლინის შენეფელდის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზებს განმარტავს