უკრაინის პრემიერი “გაზპრომის” დავალიანების გადახდას ტიმოშენკოს გადაცემით აპირებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროსმანი წინადადებით გამოდის, “გაზპრომთან” სტოკჰოლმის სასამართლოში პროცესის წაგების შემთხვევაში, კომპანიას დავალიანების დასაფარავად გადაეცეს იულია ტიმოშენკო, რომელმაც, თავის დროზე “გაზპრომთან” გააფორმა კონტრაქტი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სასამართლო პროცესის წაგების შემთხვევაში, რაც ათობით მილიარდი დოლარის გადახდას გულისხმობს რუსული კომპანიისთვის, მათ ვალის ნაცვლად “გაზპრომს” ტიმოშენკო უნდა გადასცენ: “თუკი მან მოაწერა ხელი, დაე მანვე იტვირთოს პასუხისმგებლობა, უკრაინელებმა რატომ უნდა გადაიხადონ ტიმოშენკოს შეცდომისთვის?” – თქვა მთავრობის მეთაურმა.

“უკრაინის ნავთობგაზსა” და “გაზპრომს” შორის დავა 2014 წლიდან მიდის. უკრაინულმა მხარემ, დავის წაგების შემთხვევაში, რუსულ კომპანიას 38 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიასირიაში ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა