ნიკა მაჭუტაძე : „არავითარი პოლიტიკური კონსენსუსი არ შეიძლება შედგეს უზურპატორულ ტექსტთან”

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობას პარლამენტი ამ კვირაში დაიწყებს, დოკუმენტს კი, საბოლოოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ. ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოძრაობაში სახელმწიფო ხალხისთვის დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდა.

დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. ხვალიდან კი, დაიწყება კამპანია პირობითი სახელწოდებით გადავარჩინოთ კონსტიტუცია.

სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე აცხადებს რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი ასახავს არა ხალხის, არამედ ერთი, მმართველი პარტიის ინტერესებს.

„არავითარი პოლიტიკური კონსენსუსი არ შეიძლება შედგეს უზურპატორულ ტექსტთან, რომელიც ჩვენ თვალწინ იქმნება. უღრმესი პატივისცემით და თხოვნით მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს საზოგადოებრიობას, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. დასაწყებია საერთო სახალხო მოძრაობა ქართული სახელმწიფოსთვის. კონსტიტუცია არის გადასარჩენი,“ – აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

banner
წინა სტატიაშიპირველი ლედის ძმას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია“საზოგადოების მიზანია, სახელმწიფოს ქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – გიორგი კახიანი