ნიკა გვარამიაზე თავდასხმა – რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს. ამის შემდეგ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, დაკავებული გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარმიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა” – ჯეჯელავა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე
შემდეგი სტატიაისრაელის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას: გილოცავთ ახალი მთავრობის ფორმირებას