“ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა” – ჯეჯელავა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე

განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი პირადი ანგარიშსწორებაა. თუმცა ჯეჯელავას თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს მიუხედავად იმისა რა მიზეზი და საფუძველი აქვს ამას.

„სამართალდამცველები უფრო კომპეტენტურები იქნებიან ამ ამბავში, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პირადის კატეგორიაში შედის. თუ გავითვალისწინებთ იმ ოჯახებმა რა ტკივილი მიიღეს თავის დროზე, სხვადასხვა დროს, წინა ხელისუფლების აქტიურობით და მცდელობით, ძალიან სამწუხარო ფაქტია. თავისთავად ძალადობას გამართლება არ აქვს მიუხედავად იმისა, რა მიზეზი და საფუძველი აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პირადი ანგარიშსწორების თემაა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიკანაფის ნარგავები „გირჩის“ ოფისში – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამიაზე თავდასხმა – რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს