(video) ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს დირექტორთან

ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს დირექტორთან

girchგუშინ, 21 ივნისს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს დირექტორთან, ქალბატონ ნატაშა ფრანჩესკისთან, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. შეხვედრა შედგა მრგვალი მაგიდის ფორმატში და აშშ-ს მხრიდან მასში მონაწილეობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს უფროსი დესკ-ოფიცერი, ქალბატონი კარსონ როკერი, ორმხრივ სავაჭრო საქმეთა განყოფილების ოფიცერი, ბატონი სტივენ დიოკასი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი, ქალბატონი ტობი დევისი, აგრეთვე სხვა განყოფილებების საქართველოს დესკ-ოფიცრები.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რეგიონული პოლიტიკური საკითხები და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისა და მასში აშშ-ს როლის პერსპექტივები, ასევე ის საგარეო გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

ამას გარდა, შედგა დეტალური საუბარი წინაასარჩევნო გარემოზე, წინასაარჩევნო კამპანიის პრობლემატურ საკითხებზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოში პარტიულ პოლიტიკაზე.

ზურაბ ჯაფარიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნო „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ საგარეო-პოლიტიკური ხედვები და ეკონომიკური პროგრამა, აგრეთვე პარტიის გეგმები და ის დაბრკოლებები, რაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მედია საშუალებებთან წვდომისა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი სათამაშო ველის შექმნის კუთხით არსებობს.

https://youtu.be/VtEfdLVX71c

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება, ამას ნახავთ
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: სასამართლომ 18 დღე მოგვპარა და ივანიშვილს მიართვა