უკრაინის ხელისუფლებამ რუსული სატვირთოების ქვეყანაში ტრანზიტი აკრძალა.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ – ნათქვამია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საიტზე, სადაც დაზუსტებულია, რომ რუსეთმაც, ასევე გააჩერა უკრაინული მანქანების ქვეყანაში მოძრაობა.
უკრაინის მხარემ ეს შეაფასა, როგორც “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროცედურების დარღვევა”. სატვირთოების ტრანზიტი უკრაინაში აიკრძალება მანამდე, სანამ რუსეთი საკუთარ საქციელზე ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.