ნიკა გვარამია: ნუ გადაიქცევიან ზონდერებად

“მთავარი არხის” ჟურნალისტები ყველგან არიან პატრულის მხრიდან დევნის ობიექტები, ასევე, შევიწროების ობიექტები უბნის წინ გაურკვეველი ადამიანების მხრიდან – ეს განცხადება “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე გააკეთა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტები ყველგან არიან პატრულის მხრიდან დევნის ობიექტები,ასევე, შევიწროების ობიექტები უბნის წინ გაურკვეველი ადამიანების მხრიდან.

რაც ყველაზე სამწუხაროა, აქტიური ხელშეშლა შეინიშნება ტელეკომპანია Pos TV-ის მხრიდან. ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი სენაკში, სადაც მუშაობს ემა გოგოხია.

ეს ჟურნალისტი არ არის სინამდვილეში ჟურნალისტი, ის არ წარმოადგენს Pos TV-ის საინფორმაციო სამსახურს, ის წარმოადგენს ე.წ. “პროდაქშენს”. საქმე იმაშია, რომ Pos TV-ის ყველგან ჰყავს საინფორმაციო ჯგუფები და ისინი მუშაობენ ჩვეულებრივ, როგორც ჟურნალისტმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ასევე ყველგან არის Pos TV-ის ბეჯით ადამიანი, რომელთა უმრავლესობა, ჩვენი ინფორმაციით, Pos TV-ის თანამშრომელია, მაგრამ არა საინფორმაციო სამსახურის.

მე მოვუწოდებ ყველა მედიას, სამთავრობო მედიას ვგულისხმობ, ნუ გადაიქცევიან პირდაპირი მნიშვნელობით ზონდერებად და ნუ უშლიან საკუთარი კოლეგების საქმიანობას ველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას მიკროფონიანი ადამიანი აკეთებს თუ ხელკეტით შეიარაღებული”,- თქვა ნიკა გვარამიამ

banner
წინა სტატიაშიISFED-მა ახალი დარღვევები გამოავლინა
შემდეგი სტატიამელია: ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს, ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე, ვუთხარი მათ, დამლოცეთ მეთქი