ISFED-მა ახალი დარღვევები გამოავლინა

სამართლიანი არჩევნები (ISFED) 16:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე არსებული ვითარებისა და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვის 5, სიასთან და ბიულეტენებთან დაკავშირებული 11, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2, მარკირების წესის დარღვევის 3 და დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების ერთი შემთხვევა.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

#59 ქუთაისის #5 საარჩევნო უბანთან დაუდგენელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არეულობას, რითაც ხელი ეშლებოდა კენჭისყრის პროცედურებს. უბანზე მყოფი ა(ა)იპ „კავშირი მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი ცდილობდა უბანზე პროცესები თავად ემართა და სხვა დამკვირვებლებს დაკვირვების უფლებას უზღუდავდა. თავმჯდომარემ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის განმუხტვა, თუმცა წესრიგის დამყარება ვერ შეძლო და არც პოლიცია გამოიძახა;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა პირი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ცესკოს მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. მას თან ჰქონდა ამომრჩეველთა სიები და ამოწმებდა სიიდან რომელი ამომრჩევლები გამოცხადდნენ უბანზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირებელმა სცადა გაერკვია კომისიის წევრის ვინაობა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ და უბნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. მუქარა და ზეწოლა გაგრძელდა კომისიის თავმჯდომარის მხრიდანაც. დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება დაერეგისტრირებინა საჩივარი საარჩევნო უბანზე;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები ზეწოლას ახორციელებენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე და ხელს უშლიან საჩივრის შედგენაში. ამასთანავე, დამკვირვებლები უხეშად ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩეველთა შემოწმებას ახდენდა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, რის გამოც მარკირების შემოწმების პროცესზე დაკვირვება პრობლემური იყო. დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა, რასაც კომისიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარდგენის შემდგომ უბანზე მივიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები – ნათია ჩიკვაიძე და მაია თაბუკაშვილი, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ და ეუბნებოდნენ, რომ მას უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება არ ჰქონდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უბნიდან გააძევეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელი.
ამომრჩეველთა აღრიცხვა საარჩევნო უბანზე

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #51 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები ინიშნავენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიგით ნომრებს სიიდან, რაც კანონის დარღვევით ამომრჩეველთა აღრიცხვას წარმოადგენს;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი კომისიის წევრი სამაგიდო სიის მიღმა აღრიცხავს მოსული ამომრჩევლის ვინაობას, რაც მონაცემების უკანონო დამუშავებაა;

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #47-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 11:20 საათზე შევიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც რეგისტრატორ კომისიის წევრებს წინ დაუდო სიები და მოსთხოვა მოენიშნათ იმ ამომრჩევლების რიგითი ნომრები რომლებიც უკვე გამოცხადდნენ არჩევნებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ „სოციალური გარემოს“ დამკვირვებელი დგას ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით, ტელეფონის კამერის გამოყენებით აფიქსირებს მოსულ ამომრჩეველს და აფერხებს მათ. კომისიის მოწოდებას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა აღრიცხვა, იგი არ ემორჩილება;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ „განათლების პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელი რეგისტრატორებთან ახლოს გადაადგილდება და აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა წევრმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს საარჩევნო სიაში მოაწერინა ხელი. თავმჯდომარის განმარტებით, ამომრჩევლისთვის ბიულეტენი არ გადაუციათ;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გრაფის გასწვრივ, რაზეც კომისიის რეგისტრატორ წევრს მისცეს შენიშვნა. რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება;

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #8 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიაღებინა სხვა უბნის სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩეველს;

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში საკუთარი გვარის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა დახვდა. აღნიშნულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა შეძლო და მისი ხელმოწერა დაფიქსირდა იმავე გრაფაში. თუმცა, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს მისცა სიტყვიერი შენიშვნა და დააწერინა ახსნა-განმარტება;

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე სხვა უბანზე სპეციალურ სიაში მყოფი 2 ამომრჩეველი გამოცხადდა. რეგისტრატორმა მათ ხმის მიცემის საშუალება მისცა. დარღვევის დაფიქსირების შემდგომ, კომისიის თავმჯდომარის მითითებით, რეგისტრატორმა შეადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება;

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, თუმცა პირი გადასატანი ყუთის სიაში არ იყო შეყვანილი;

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სიაში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერები არ ფიქსირდებოდა. კომისიის წევრების განმარტებით, მათ ამომრჩევლებისთვის ხელის მოწერის თხოვნა დაავიწყდათ;

#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა 3-ით ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი დააბრუნეს. კერძოდ, უბნის დატოვებამდე მათ გადაეცათ 40 საარჩევნო ბიულეტენი და ამდენივე სპეციალური კონვერტი. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო 35 ამომრჩევლის ხელმოწერა. კომისიის წევრებმა უკან დააბრუნეს მხოლოდ ორი სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი. მათ არ დაუბრუნებიათ დარჩენილი 3 სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი.

#59 ქუთაისის #39 საარჩევნო უბანზე 14:00 საათის მონაცემების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს დაახლოებით 40 ამომრჩევლის ხელმოწერის გასწვრივ საკუთარი ხელმოწერა დაფიქსირებული არ ჰქონდა.
Ბიულეტენებთან დაკავშირებული დარღვევები

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადაეცათ 30 ბიულეტენი (გადასატან ყუთზე რეგისტრირებული იყო 27 ამომრჩეველი). საარჩევნო ყუთის წაღებიდან მალევე, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოიტანა ბიულეტენები და აღნიშნა, რომ იპოვა ძირს დაყრილი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენები გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაებნათ და ისინი კვლავ უკან გაატანა;

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #119 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი არასწორად გასცემდა საარჩევნო ბიულეტენებს. კერძოდ, ამომრჩევლისთვის გასაცემ 33 ბიულეტენზე არ იკითხებოდა საარჩევნო ოლქის და უბნის ნომრები. კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დააწერინა ახსნა-განმარტება და საბოლოოდ რეგისტრატორი შეცვალა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ საჭიროებდა დახმარებას, კაბინაში შეჰყვა დამკვირვებელი;

#79 ბათუმის სარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კენჭისყრის კაბინის გარეთ, რითაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. „სამართლიანი არჩევნების“ შენიშვნის საფუძველზე, გამოყენებული ბიულეტენი კომისიამ ჩათვალა გაფუჭებულად, ხოლო ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი გადაეცა.
მარკირების წესის დარღვევა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება თუმცა, მისი სიაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ საარჩევნო უბანზე. შემთხვევის შესახებ არ დაწერილა ახსნა-განმარტება;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ იშლება (შორდება);

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე გაუმართავი იყო მარკირების შესამოწმებელი ფანარი. დამკვირვებელმა მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა, რის შემდეგაც საოლქო საარჩევნო კომისიამ უბანს გადასცა ახალი ფანარი. ფანრის გაუმართაობის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მარკირების შემოწმება სათანადოდ არ ხდებოდა.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სადემონსტრაციო ოქმში 12 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა არასათანადო ადგილას მიუთითა.
უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (10:00-13:00)

სიტყვიერი დაპირისპირება

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანთან შეკრებილ საეჭვო პირთა შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაპირისპირება აღმოიფხვრა პოლიციის ჩარევის შემდეგ;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #88 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში შეინიშნებოდა დაძაბული სიტუაცია. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას უბანთან მყოფ დაუდგენელ პირებს შორის;

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სიტყვიერი დაპირისპირება უბანთან მყოფ პირებს შორს.
პირთა საეჭვო შეკრება/გადაადგილება (100 მეტრამდე)

· #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეინიშნება ავტომობილი, საიდანაც პერიოდულად გადმოსული პირები ამომრჩევლებს ეკონტაქტებიან;

· #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, აღინიშნება პირთა საეჭვო შეკრება. მათი თქმით, ისინი წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციას “ჯერ საქართველოსთვის”. აღნიშნული პირები იმყოფებიან ორი მანქანით, რომელთაგან ერთში თან აქვთ კომპიუტერი, ხოლო მეორეში, სავარაუდოდ, სახელობითი სიები, რომლებშიც აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს;

· #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან შეინიშნება საეჭვო ტენდენცია, როდესაც უბნიდან გარკვეული სიხშირით გამოდიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ესაუბრებიან ერთმანეთს;

· #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა 50-მდე პირის საეჭვო შეკრება, რომლებიც ეკონტაქტებოდნენ ამომრჩევლებს. პირები მოგვიანებით დაიშალნენ. იმავე უბანთან შეინიშნებოდა სხვადასხვა პირთა ჯგუფი, რომლებიც აგრესიულად მიმართავდნენ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს. მოგვიანებით ინციდენტი აღმოიფხვრა პოლიციის ჩარევის შემდეგ;

· #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება. მათგან ერთ-ერთი ტელეფონის მეშვეობით ეკონტაქტება ამომრჩევლებს და მოუწოდებს ხმის მიცემისკენ და სთავაზობს მანქანით ტრანსპორტირებას;

· #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება;

· #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე რადიუსში, ავტომობილში იმყოფებიან პირები, რომლებსაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩევლებთან;

· #6 Სამგორის საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, დილიდან შეინიშნება პირი, რომელიც ესაუბრება ამომრჩევლებს. იგი ტელეფონის საშუალებით მოუწოდებს ამომრჩევლებს ხმის მისაცემად მოსვლისკენ;

· #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #81 საარჩევნო უბანთან დაუდგენელი პირი 2 საათის განმავლობაში (დილის 8-დან 10 საათამდე) იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან, 100 მეტრამდე რადიუსში და ტელეფონის მეშვეობით მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მოსვლისკენ.

Პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)

· #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის ფარგლებს მიღმა, შეინიშნება, სავარაუდოდ, ე.წ. ,,ძველი ბიჭების” შეკრება;

· #Სამგორის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის ფარგლებს მიღმა, შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება;

· #3 Საბურთალოს საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანთან დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება პირი, რომელიც ესაუბრება ამომრჩევლებს, ხმის მიცემამდე ან/და მის შემდეგ. აღნიშნული პიროვნება დროდადრო ჯდება სხვადასხვა მანქანაში. Მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება;

კოორდინატორების მობილიზება უბანთან და ამომრჩეველთა აღრიცხვა

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან ,,ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენლები, რომლებიც ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს. ისინი, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ამომრჩევლებს არჩევნებზე მოსვლისაკენ მოუწოდებენ. კოორდინატორები საუბრობენ იმაზეც, თუ ვინ მოიყვანს კონკრეტულ პირებს საარჩევნო უბანზე;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან დგას მიკროავტობუსი, რომელშიც კოორდინატორები სხედან და ამომრჩევლებს ეკონტაქტებიან. ამომრჩევლები ხმის მიცემამდე და მას შემდეგ სხდებიან აღნიშნულ მიკროავტობუსში და გარვეული დროის შემდეგ ტოვებენ ავტომანქანას;

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს ეკონტაქტებიან. მათი პარტიული მიკუთვნება არ არის დადგენილი. აღნიშნული პირები ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ დაიშალნენ;

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც იმყოფებიან, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს და დამკვირვებლებს. მათ აქვთ სია და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოუწოდებენ ამომრჩევლებს ხმის მიცემისაკენ;

#20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის ფარგლებს მიღმა ადგილი აქვს პირთა საეჭვო შეკრებას ავტომობილებში, რომლებიც სახელობით სიებში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. საარჩევნო უბნიდან ხმის მიცემის შემდეგ გამოსული ამომრჩევლების ნაწილი ამ მანქანასთან მიდის;

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანთან ,,ქართული ოცნების” დამკვირვებელმა რამდენჯერმე ავტომობილით მოიყვანა ამომრჩევლები. ამასთანავე, შეინიშნებოდა კომუნიკაცია უბანთან მყოფ სხვა ამომრჩევლებთან. სააგიტაციო მასალის განთავსება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე

#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის შენობიდან 25 მეტრამდე მანძილზე გამოკრულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პლაკატი;

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანთან, 25 მეტრის ფარგლებში, განთავსებულია “ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის საარჩევნო პლაკატი. უბანზე მყოფი დამკვირვებლების ან/და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან

#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანთან ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი/დამკვირვებელი კომუნიკაციაში შედის 100 მეტრს ფარგლებს გარეთ მობილიზებულ კოორდინატორებთან;

#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა უბანზე მყოფი პირების მრავალჯერადი კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.

წინა სტატიაშიდეგნანი: იმედია, არჩევნების შემდეგ მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ნუ გადაიქცევიან ზონდერებად