ნიკა გვარამია: „აქციაზე გარკვეული მოთხოვნები იქნება!“

„რუსთავი 2“-ის აქცია არ და ვერ იქნება რევოლუციის, ან რაიმე მსგავსის მომთხოვნი ან წამქეზებელი!“ – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გავარმია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ეს აქცია „ჩვენი ერთობლივი გამარჯვების საზეიმო აღნიშვნაა“.
ამასთან, გვარამია აღნიშნავს, რომ აქციაზე „გარკვეული მოთხოვნებიც“ იქნება.

„პოლიტიკური პროცესების წარმართვა (რევოლუციურისაც და ევოლუციურისაც) მოსთხოვეთ საკუთარ პარტიებს. ჩვენ ამ პროცესებს აუცილებლად გავაშუქებთ. უფრო მეტი მედიას არ შეუძლია და არც უნდა შეეძლოს,“ – წერს გვარამია და მხარდამჭერებს მიმართავს, რომ 2 საათზე, რუსთაველზე ელოდება.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ 2011 წლის ცუნამის მსხვერპლთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
შემდეგი სტატია„პრემიერ-მინისტრის წერილი მედიაგარემოს ობიექტურ შეფასებას მოიცავს“ – დავით ნარმანია