„პრემიერ-მინისტრის წერილი მედიაგარემოს ობიექტურ შეფასებას მოიცავს“ – დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ იმ საპასუხო წერილს ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსამართლოა.

დავით ნარმანია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია და მოიცავს მედიაგარემოს ობიექტურ შეფასებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ნარმანია ამბობს, რომ პრემიერის პასუხი ადეკვატურია იმ გამოხმაურებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ევროპის მხრიდან.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოიცავს ობიექტურ შეფასებას იმ მედიაგარემოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ასევე მოიცავს შეფასებას იმ დემოკრატიული პროცესების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც აბსოლუტურად ადეკვატური პასუხია იმ ცალკეული გამოხმაურებების, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ევროპის მხრიდან. ასე, რომ ვფიქრობ, ზუსტი და ადეკვატური გზავნილია”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: „აქციაზე გარკვეული მოთხოვნები იქნება!“
შემდეგი სტატიაგაერო უკრაინაში შესაძლო ქიმიურ კატასტროფაზე გაფრთხილებას აკეთებს