იაპონიამ 2011 წლის ცუნამის მსხვერპლთ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

იაპონიაში სამგლოვიარო მსვლელობები გაიმართა 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილთა პატივის მისაგებად. ტოკიოში ცერემონიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და პრინცი აკისინოც დაესწრნენ. 14:46 წუთზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა – ექვსი წლის წინ ზუსტად ამ დროს მოხდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა.
მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია – ტალღების სიმაღლემ 15 მეტრს მიაღწია. ტრაგედიის შედეგად 18 ათასი ადამიანი დაიღუპა. ცუნამმა დატბორა ატომური ელექტრო სადგური “ფუკუსიმა-1”, რომლის შედეგადაც რეაქტორების გაცივების სისტემა მოიშალა. სადგურის ავარია ჩერნობილის ავარიის შემდეგ ყველაზე მსხვილი იყო.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2-ის დაპყრობის შემთხვევაში სხვა პატარა, დაუცველი ტელევიზიების რიგი დადგება”- გიორგი თარგამაძე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: „აქციაზე გარკვეული მოთხოვნები იქნება!“