ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშსს უხდის

ნიკა გვარამიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის დადანაშულების გამო, სოციალურ ქსელში კრიტიკა გამოიწვია. ცოტა ხნის წინ კი, მან პოსტი დაწერა, სადაც ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.

“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემ საშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.

სიყვარული გვაერთიანებს” – წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: მიღწეულია შეთანხმება, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს
შემდეგი სტატიაკობახიძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან